"თიბისი ბანკმა" საგარანტიო მემორანდუმი გააფორმა გერმანიის განვითარების ბანკთან(KfW)
05 მაისი 2005
2005 წლის 5 მაისს, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში გაიმართა პრეს-კონფერენცია ”თიბისი ბანკსა” და გერმანიის განვითარების ბანკ...
"თიბისი ბანკმა" საგარანტიო მემორანდუმი გააფორმა გერმანიის განვითარების ბანკთან(KfW)

05 მაისი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 5 მაისს, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში გაიმართა პრეს-კონფერენცია ”თიბისი ბანკსა” და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. KfW ”თიბისი ბანკზე” გასცემს გარანტიას ყოველგვარი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, რაც სიახლეა საქართველოს საბანკო სექტორში. პრეს-კონფერენციის დასასრულს, გერმანიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დორის კოენმა და ”თიბისი ბანკის” პრეზიდენტმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ხელი მოაწერეს საგარანტიო მემორანდუმს. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”
”ჯეპრა” ბოლონიის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფას განახორციელებს
26 აპრილი 2005
2005 წლის 26 აპრილს, ქორთიარდ–მარიოტში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართება ე.წ ბოლონიის პროცესთ...
”ჯეპრა” ბოლონიის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფას განახორციელებს

26 აპრილი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 26 აპრილს, "ქორთიარდ–მარიოტში" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართება ე.წ "ბოლონიის პროცესთან" დაკავშირებული ორი კრებულის პრეზენტაცია, რომლებიც მომზადდა და გამოიცა "ევრაზიის" ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს განათლების მინისტრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. საინფოემაციო უზრუნველყოფა – საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".
”ჯეპრა” და ონლაინ პიარ კლუბი წლის საუკეთესო პიარ პერსონას დაასახელებენ
25 აპრილი 2005
25 მაისს, სასტუმრო ”მერიოტში” საქართველოში პირველი ონლაინ კლუბის დაფუძნების პრეზენტაცია შედგება. ონლაინ პიარ კონფერენციი...
”ჯეპრა” და ონლაინ პიარ კლუბი წლის საუკეთესო პიარ პერსონას დაასახელებენ

25 აპრილი 2005
Copy to clipboard

 

25 მაისს, სასტუმრო ”მერიოტში” საქართველოში პირველი ონლაინ კლუბის დაფუძნების პრეზენტაცია შედგება. ონლაინ პიარ კონფერენციის ორგანიზატორები საზოგადოებას გააცნობენ კონფერენციის მიმდინარეობისას დასმულ საკითხებსა და პრობლემატიკას. პრეზენტაციაზე მოხდება ონლაინ პიარ კონფერენციის იმ გამოკითხვის შეჯამება, რომელიც 2004 წლის საუკეთესო პიარ პერსონის გამოვლენას ემსახურებოდა. ”ჯეპრა” და ონლაინ პიარ კლუბი 2004 წლის საუკეთესო პიარ პერსონას დააჯილდოვებენ.
”ჯეპრამ” კოალიცია ”ოპტიმუმთან” ერთად კანარგოს მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო
21 აპრილი 2005
მიმდინარე კვირის ბოლოს ჯეპრა გააფორმებს კონტრაქტს კანარგო სტანდარტ ოილთან კომპლექსური მომსახურების შესახებ. კოალიცია...
”ჯეპრამ” კოალიცია ”ოპტიმუმთან” ერთად კანარგოს მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო

21 აპრილი 2005
Copy to clipboard

 

მიმდინარე კვირის ბოლოს "ჯეპრა" გააფორმებს კონტრაქტს "კანარგო სტანდარტ ოილთან" კომპლექსური მომსახურების შესახებ. კოალიცია "ოპტიმუმი", რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ACT International , "ჯეპრა", TV+ , "პარტნიორები – საქართველო" და ედბრენდი, გამარჯვებულად დასახელდა "კანარგოს" მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ედბრენდის დირექტორის სანდრო მეტრეველის განცხადებით, არაფორმალური კოალიცია "ოპტიმუმი" დღეს კონსალტინგის ბაზარზა არსებულ ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და "კანარგოსთვის" შეთავაზებული წინადადება სწორედ ოპტიმალური ერთიანი სტრატეგიული დიზაინის ფარგლებში შეიქმნა.
"თიბისი ბანკისა" და "ცენტრ–პოინტ ჯგუფის" ახალი ერთობლივი ინიციატივა
15 აპრილი 2005
2005 წლის 14 აპრილს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა პრეს-კონფერენცია თიბისი ბანკისა და კომპანია ცენტრ-პოინტ ჯგ...
"თიბისი ბანკისა" და "ცენტრ–პოინტ ჯგუფის" ახალი ერთობლივი ინიციატივა

15 აპრილი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 14 აპრილს, "თიბისი ბანკის" სათაო ოფისში გაიმართა პრეს-კონფერენცია "თიბისი ბანკისა" და კომპანია "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" ახალი პროექტის შესახებ, რომელიც შეეხებოდა საქართველოს წამყვანი ბანკისა და უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ერთობლივ იპოთეკურ სესხებს. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, კომპანია "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" ახალი ბინის შეძენის მსურველი გამარტივებული და მოხერხებული სქემით შეძლებს "თიბისი ბანკში" იპოთეკური სესხის აღებას.
პირველი კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
08 აპრილი 2005
8 აპრილს, კომპანია ”არსის” გალერეაში გაიმართა უძრავი ქონების ბაზარზე პირველი კორპორატიული ობლიგაციების ემისიის ხელმოწერი...
პირველი კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე

08 აპრილი 2005
Copy to clipboard

 

8 აპრილს, კომპანია ”არსის” გალერეაში გაიმართა უძრავი ქონების ბაზარზე პირველი კორპორატიული ობლიგაციების ემისიის ხელმოწერის ცერემონია. ობლიგაციების ემისია წარმოადგენს არქიტექტურისა და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია "არსის" და "საქართველოს ბანკის" ერთობლივ პროექტს. ეს არის უძრავი ქონების ბაზარზე კორპორატიული ობლიგაციების გამოცემის პირველი შემთხვევა. ემისიის საერთო მოცულობაა 800 000 ა.შ.შ. დოლარი, ვადა - 2 წლამდე. გამოცემული ობლიგაციებით დაფინანსდება კომპანია არსის "ახალი პროექტი" - პრესტიჟული საცხოვრებელი სახლი თენგიზ აბულაძის ქუჩაზე.
ჯეპრას ექსპერტები სოციალური დახმარების სააგენტოს კონსულტანტები გახდნენ
05 აპრილი 2005
ჯეპრას თანამშრომლები მოწვეული ექსპერტების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფი...
ჯეპრას ექსპერტები სოციალური დახმარების სააგენტოს კონსულტანტები გახდნენ

05 აპრილი 2005
Copy to clipboard

 

ჯეპრას თანამშრომლები მოწვეული ექსპერტების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ "სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მონაცემთა ბაზის ფორმირების” პროექტში. პროექტის ადმინისტრირებას ახდენს “ სახელმწიფი სოციალური დახმარების და დასაქმების სამსახური”.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების I გამოფენა-ფორუმი საქართველოში
03 აპრილი 2005
საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველი გამოფენა–ფორუმი საქართველში გაიმართა ექსპო-ჯორჯიის საგამოფენო კომპლექსის პირველ ...
საზოგადოებრივი ორგანიზაციების I გამოფენა-ფორუმი საქართველოში

03 აპრილი 2005
Copy to clipboard

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველი გამოფენა–ფორუმი საქართველში გაიმართა "ექსპო-ჯორჯიის" საგამოფენო კომპლექსის პირველ პავილიონში. ფორუმი მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში, 2–3 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 60-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.
პირველი ონლაინ PR კონფერენცია საქართველოში
12 მარტი 2005
2005 წლის 21 თებერვლიდან 11 მარტამდე საიტზე - http://www.conference.ge/ გაიმართა PR პროფესიონალთა პირველი ინტერნეტ კონფე...
პირველი ონლაინ PR კონფერენცია საქართველოში

12 მარტი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 21 თებერვლიდან 11 მარტამდე საიტზე - http://www.conference.ge/ გაიმართა PR პროფესიონალთა პირველი ინტერნეტ კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კერძო PR საკონსულტაციო კომპანიები, ბიზნეს ორგანიზაციები, სამთავრობო სტრუქტურების მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები, საერთაშორისო ორგანიზაციების PR მენეჯერები, PR ასოციაციები, სტუდენტები, ლექტორები და ჟურნალისტები. http://www.conference.ge
ჯეპრამ ორგანიზება გაუკეთა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სემინარს მას-მედიის წარმომადგენლებისათვის
05 მარტი 2005
2005 წლის 5 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სასწავლო სემინარი ჟურნა...
ჯეპრამ ორგანიზება გაუკეთა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სემინარს მას-მედიის წარმომადგენლებისათვის

05 მარტი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 5 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სასწავლო სემინარი ჟურნალისტებისათვის. სემინარში მონაწილეობა მიიღო 35 ჟურნალისტმა და მისი მიზანი იყო ტერორიზმის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და ამ გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში დღეს არსებული სიტუაციის წარმოჩენა და განხილვა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკა გეგუჩაძემ სემინარის მონაწილეებს გააცნო ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შეფასების ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მე-16 პლენარულ სხდომაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოხსენება და მასთან დაკავშირებული კომიტეტის რეკომენდაციები და შეფასებები.