საკონსულტაციო ჯგუფმა ”ჯეპრამ” მოიგო თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისის გასნის წინა საკომუნიკაციო და სინფორმაციო კამპანიის განხორციელების ტენდერი. საინფორმაციო კამპანია მოიცავს თიბისი ბანკის საქმიანობის შესახებ საგაზეთო პუბლიკაციებს, რეკლამას და პრეს-რელიზურ მომსახურებას.
არქივი
მედია-მეგობრები ”ნაბადში”
14 იანვარი 2005
14 იანვარს ფოლკლორული თეატრ ”ნაბადის” ხელმძღვანელობამ თეატრის დღისა და ძველი სტილით ახალი წლის აღსანიშნავად მედიის წარმომადგენლებისათვის სადღესასწაულო წვეულება მოაწყო. საკონსულტაციო ჯგუფ ”ჯეპრას” დირექტორმა სოსო გალუმაშვილმა თეატრ ”ნაბადის” ხელმძღვანელობას გადასცა სიგელი "საუკეთესოდ გა-PR-ებული კულტურული სიახლე". საღამოს ოფიციალური მხარე დიზაინერების მიერ თექაზე შექმნილი ნაციონალური კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა, არაოფიციალური კი - ტორტის გაჭრით. ღონისძიების მენეჯმენტი განახორციელა საკონსულტაცoო ჯგუფმა "ჯეპრამ" .
ჯეპრა ახორციელებს პროექტს სოციალური პროექტების ბირჟა
16 დეკემბერი 2004
პროექტს ”სოციალური პროექტების ბირჟა” ერთობლივად ახორციელებს საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი (CIC), გადავარჩინოთ ბავშვები და საქართველოს გაეროს ასოციაცია სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში (CAP) ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით. პროექტი მიზნად ისახავს ვებ-გვერდის შექმნას, რომელზეც განთავსდება სოციალური პროექტების ვირტუალური ბირჟა. ბირჟაზე განთავსებული იქნება, ერთის მხრივ, ბიზნეს კომპანიების სოციალური პრიორიტეტები და სავარაუდო ბიუჯეტები, ხოლო მეორეს მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები. ვებ-გვერდზე განთავსდება ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის სფეროში არსებულ საერთაშორისო ინიციატივები და სტანდარტები.
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ
11 დეკემბერი 2004
11 დეკემბერს პროექტის ”ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა-დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და მსხვილი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებს შორის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ორი შეხვედრა ბიზნესის ეთიკის ჯგუფთან (17 ნოემბერი) და მცირე ბიზნესის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (30 ნოემბერი). შეხვედრა ჩატარდა ”სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის” (CAP) ფარგლებში, USAID-ის ფინანსური ხელშეწყობით. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”.
ჯეპრამ და პარტნიორები-საქართველომ ტრენინგი ჩაატარეს
06 დეკემბერი 2004
2004 წლის 6 დეკემბერს საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ" და ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრმა "პარტნიორები - საქართველომ" ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: "ადვოკატირება - მოსახლეობის მაღალი რისკ-ჯგუფების სამოქალაქო ინტერესების დაცვა". ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგი ჩატარდა აივ/შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმედგ ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში.
ჯეპრას თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი ”ეფექტური კომუნიკაცია ადგილობრივი მმართველობისათვის”
26 ნოემბერი 2004
2004 წლის 19-26 ნოემბერს, თბილისში გაიმართა ტრენინგი ტრენერებისათვის და კონსულტანტებისათვის თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია ადგილობრივი მმართველობისათვის". აღნიშნული ტრენინგის ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები - საქართველო". პროექტი მიმდინარეობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ტრენინგს უძღვებოდნენ "პარტნიორები - პოლონეთის" წარმომადგენლები ილონა ილოვიეცკა-ტანსკა და მაჩეი ტანსკი. საკონსულტაციო ჯგუფ ”ჯეპრას” მხრიდან ტრენინგს დაესწრენ და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღეს ორგანიზაციის დირექტორმა სოსო გალუმაშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერმა კახა მაღრაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალი ინიციატივით გამოდის
24 ნოემბერი 2004
2004 წლის 24 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოეწყო პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში" პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა" და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდება ინფორმაციების გამოთხოვა პარლამენტში მომზადებული ყველა კანონპროექტის შესახებ და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნები საჯაროდ გამოქვეყნდება. პროექტი განხორციელდა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური ხელშეწყობით. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".
არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესთან დიალოგს იწყებენ
17 ნოემბერი 2004
17 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა-დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის თემაზე: "ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური თანამშრომლობის ფორმები".
შეხვედრა ჩატარდა "სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის" (CAP) ფარგლებში, USAID-ის ფინანსური ხელშეწყობით. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".
გაიმართა გამოფენა აქცია: ''მუცო 2004 - ექსპედიციის კვალდაკვალ''
13 ოქტომბერი 2004
13 ოქტომბერს კომპანია არსის გალერეაში გაიმართა გამოფენა-აქცია "მუცო 2004 - ექსპედიციის კვალდაკვალ". კომპანია "არსისა" და TBC- ბანკის ერთობლივი პროექტის "ქართული სახლი-მუცოს" ფარგლებში 4–24 აგვისტოს მოეწყო ექსპედიცია პირიქითა ხევსურეთის ციხე-სიმაგრე მუცოში. ექსპედიციის მიზანი იყო კომპლექსის რესტავრაციისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების შეფასება. ჩატარდა აზომვითი სამუშაოები და დოკუმენტარულად დაფიქსირდა (ნახაზები, ფოტოები, ვიდეომასალა) მუცოს დღევანდელი მდგომარეობა. არქიტექტურული ექსპედიციის პარალელურად მუცოში ჟურნალისტების 30-კაციანი ექსპედიციაც სტუმრობდა.
გამოფენაზე ჟურნალისტებმა საკუთარი ფოტო და ვიდეო ექსპოზიციებიც წარმოადგინეს. გამოფენა–აქციაზე განხილული იქნა ჩატარებული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა". http://www.georgianhouse.ge
ორთაჭალაში გაიმართა ახალი საცხოვრებელი უბნის პრეზენტაცია
07 ოქტომბერი 2004
2004 წლის 7 ოქტომბერს, ორთაჭალაში გაიმართა ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის პრეზენტაცია. პროექტს განახორციელებენ შპს "ევრა" და არქიტექტურისა და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია "არსი". პროექტი ითვალისწინებს თბილისის ერთ-ერთი ძველ უბანში- ორთაჭალაში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც აღჭურვილი იქნება სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით და შედგება რამდენიმე საცხოვრებელი სახლის, სავაჭრო ობიექტების, ბიზნეს–ცენტრის, განვითარებული საპარკო (დასასვენებელი) ზონის, სპორტული კომპლექსისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა–ნაგებობებისაგან.
იხილეთ მეტი