25 მაისს გაიმართა 2004 წლის პიარ პერსონის დაჯილდოების ცერემონიალი
25 მაისი 2005
ოთხშაბათს, 25 მაისს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა ”პიარ ონლაინ კლუბის დაფუძნების პრეზენტაცია და 2004 წლის პიარ-...
25 მაისს გაიმართა 2004 წლის პიარ პერსონის დაჯილდოების ცერემონიალი

25 მაისი 2005
Copy to clipboard

 

ოთხშაბათს, 25 მაისს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა ”პიარ ონლაინ კლუბის დაფუძნების პრეზენტაცია და 2004 წლის პიარ-პერსონის დაჯილდოების ცერემონიალი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პიარ პროფესიონალთა პირველი ინტერნეტ კონფერენციის შედეგები . ეს შეხვედრა იქნება პიარ პრაქტიკოსებისა და სპეციალისტების პირველი მასშტაბური შეკრება საქართველოში. 2004 წლის საუკეთსო პიარ პერსონის ტიტულზე წარდგენილნი იყვნენ: შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პატრული, კახა ბენდუქიძე, ქართველი ჯარისკაცი და კახა ლომაია. 2004 წლის საუკეთესო პიარ პერსონას ”პიარ ონლაინ კლუბის” სახელით პრიზი გადასცა საკონსულტაციო ჯგუფის "ჯეპრას" დირექტორმა სოსო გალუმაშვილმა.
ჯეპრამ შეიმუშავა თვითმმართველობის რეფორმის პიარ კამპანიის საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკა
24 მაისი 2005
საკონსულტაციო ჯგუფ ”ჯეპრას” მიერ მოხდა თვითმმართველობის რეფორმის საპრომოუშენო კამპანიისათვის მესიჯ-სტრატეგიისა და საიდენ...
ჯეპრამ შეიმუშავა თვითმმართველობის რეფორმის პიარ კამპანიის საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკა

24 მაისი 2005
Copy to clipboard

 

საკონსულტაციო ჯგუფ ”ჯეპრას” მიერ მოხდა თვითმმართველობის რეფორმის საპრომოუშენო კამპანიისათვის მესიჯ-სტრატეგიისა და საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკის შექმნა. ”ჯეპრაში” შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა საქართველოში თვითმართველობის რეფორმის, კერძოდ კი ”ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონპროექტის მხარდამჭერი ძირითადი სლოგანისა და მთავარი მესიჯების განსაზღვრა. თვითმმართველობის რეფორმის მხარდამჭერი პიარ და საინფორმაციო კამპანია ხორციელდება ასოციაცია ”საქართველოს ქალაქების თვითმმართველობათა კავშირის” მიერ, საერთაშორისო ორგანიზაცია ”ურბანული ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის და მთლიანად რეფორმის პირველად მიზანს ”ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონპროექტის პარლამენტში ლობირება წარმოადგენს.
კორე ინტერნეიშენალს ჯეპრა მოემსახურება
23 მაისი 2005
23 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კორე ინტერნეიშენალსა და ჯეპრას შორის. კონტრაქტი 3 თვიანია და ითვალისწინებს ენერგეტიკ...
კორე ინტერნეიშენალს ჯეპრა მოემსახურება

23 მაისი 2005
Copy to clipboard

 

23 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კორე ინტერნეიშენალსა და ჯეპრას შორის. კონტრაქტი 3 თვიანია და ითვალისწინებს ენერგეტიკის საკითხებზე მედია მონიტორინგსა და მედია ანალიზის ჩატარებას
არასამთავრობო სექტორმა ხუთი ვერცხლის პრინციპის კავალერები დააჯილდოვა
22 მაისი 2005
2005 წლის 22 მაისს, გაიმართა სამოქალაქო ინიციატივების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი საქართველოს საზოგადოებრივ ორგა...
არასამთავრობო სექტორმა ხუთი ვერცხლის პრინციპის კავალერები დააჯილდოვა

22 მაისი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 22 მაისს, გაიმართა სამოქალაქო ინიციატივების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსის ხუთი ვერცხლის პრინციპის კავალერების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ეთიკის კოდექსის ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ასრულებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ხუთი ვერცხლის პრინციპით, დაჯილდოვდნენ ამ ტიტულით. ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური ხელშეწყობით. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”
გაიმართა ”სოციალური პროექტების ბირჟის” პრეზენტაცია
21 მაისი 2005
შაბათს, 21 მაისს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა ახალი ვებ-გვერდის ”სოციალური პროექტების ბირჟის” www.spe.ge ...
გაიმართა ”სოციალური პროექტების ბირჟის” პრეზენტაცია

21 მაისი 2005
Copy to clipboard

 

შაბათს, 21 მაისს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა ახალი ვებ-გვერდის ”სოციალური პროექტების ბირჟის” www.spe.ge პრეზენტაცია. ”სოციალური პროექტების ბირჟა” მიზნად ისახავს მოახდინოს ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო სექტორის კოორდინაცია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს იმ სოციალური პროექტების და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, რომელიც ქართულ კომპანიებს თავისი არსებობის პერიოდში განუხორციელებიათ. ბირჟის მიზანია არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ხელი შუწყოს თანამშრომლობის ფორმების ჩამოყალიბებას საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორს შორის. ბირჟის წევრებს შეუძლიათ ადვილად მონახონ მათთვის სასურველი პარტნიორი სოციალური კამპანიის ეფექტურად განხორციელებისათვის, შეუძლიათ პერიოდულად აწარმოონ სოციალური ანგარიშები და ბირჟის საშუალებით გააცნონ საზოგადოებას, სოციალურ სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გამოაქვეყნონ ანონსები და განცხადებები.
პროექტი განახორციელა საკონსულტაციო ჯგუფმა ”ჯეპრამ”, საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNAG), სამოქალაქო ინიციატივების ცენტრმა (CIC) და ფედერაციამ ” გადავარჩინოთ ბავშვები” აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ”სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის” (CAP) ფარგლებში, გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” საინფორმაციო მხარდაჭერით.
სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის (CAP) სამწლიანი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
21 მაისი 2005
21 მაისს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ფედერაციამ ”გადავარჩინოთ ბავშვები” და მისმა ექვსმა ადგილობრივმა პარტნიორმა: ...
სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის (CAP) სამწლიანი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

21 მაისი 2005
Copy to clipboard

 

21 მაისს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ფედერაციამ ”გადავარჩინოთ ბავშვები” და მისმა ექვსმა ადგილობრივმა პარტნიორმა: საქართველოს გაეროს ასოციაციამ, პარტნიორები-საქართველომ, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტმა, სამოქალაქო განვითარების ცენტრმა ”ალტერნატივამ”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამოქალაქო ინტერესების დაცვის თემაზე გამართეს კონფერენცია. მოეწყო პროგრამის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია; გაიმართა დისკუსია მიღებული გამოცდილებისა და სამომავლო რეკომენდაციების შესახებ. კონფერენცია ჩატარდა ”სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის” (CAP) ფარგლებში, USAID-ის ფინანსური ხელშეწყობით. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”
“ჯეპრა” კონკურსის "ქართული სახლი –ქართული დიზაინის" სპონსორი ხდება
20 მაისი 2005
2005 წლის 31 მაისს კომპანია “არსის” გალერეაში გაიმართება კონკურსის ქართული დიზაინი გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსის...
“ჯეპრა” კონკურსის "ქართული სახლი –ქართული დიზაინის" სპონსორი ხდება

20 მაისი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 31 მაისს კომპანია “არსის” გალერეაში გაიმართება კონკურსის "ქართული დიზაინი" გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი პროცესის აღდგენა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება. კონკურსი ცხადდება 3 ნომინაციაზე. თითოეულ მათგანს აქვს I, II და III პრემიები. დაწესებულია ერთი გრან-პრი. გამარჯვებულს ასევე გამოავლენს ჟურნალისტების ჟიური, რომელთა მიერ დასახელებულ კონკურსანტს გადაეცემა პრიზი 500 ლარის ოდენობით. ჟურნალისტების ჟიურის პრიზი დააწესა საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ".
"თიბისი ბანკმა" საშუალო ზომის კომპანიების მხარდამჭერი აქცია დაიწყო
18 მაისი 2005
2005 წლის 18 მაისს გაიმართა თიბისი ბანკის, კომპანია მაგის, ტელეკომპანია რუსთავი-2-ისა და თიბისი ტვ-ს ერთობლივი ა...
"თიბისი ბანკმა" საშუალო ზომის კომპანიების მხარდამჭერი აქცია დაიწყო

18 მაისი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 18 მაისს გაიმართა "თიბისი ბანკის", კომპანია "მაგის", ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისა და "თიბისი ტვ"-ს ერთობლივი აქცია-პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სიდიდის ქართული კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობას, მათთვის სარეკლამო მომსახურების შეღავათიანი პირობებით შეთავაზების გზით. აქცია ძალაშია ა.წ. წლის 18 მაისიდან და გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში. აღნიშნული პროექტი საშუალო ზომის კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ სარეკლამო აქტივობები, რომელთა საკუთარი სახსრებით დაფინანსებაც მათთვის აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. პროექტით გათვალისწინებული შეღავათიანი პირობები და დაფინანსების წყარო (საბანკო სესხი) მათ საშუალებას მისცემს, განახორციელონ საკუთარი პროდუქციის რეკლამირება და მიღებული შემოსავლებით ეტაპობრივად გადაიხადონ ჩატარებული სარეკლამო კამპანიის საფასური. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა"
გაიმართა ჯი-არ-დი-სი-ს, მოშე საფდისა და ”თიბისი ბანკის” ერთობლივი პრეს-კონფერენცია
13 მაისი 2005
2005 წლის 13 მაისს, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში (მარჯანიშვილის ქ.#7) გაიმართა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარებ...
გაიმართა ჯი-არ-დი-სი-ს, მოშე საფდისა და ”თიბისი ბანკის” ერთობლივი პრეს-კონფერენცია

13 მაისი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 13 მაისს, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში (მარჯანიშვილის ქ.#7) გაიმართა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (ჯი-არ-დი-სი), თანამედროვეობის უდიდესი არქიტექტორის მოშე საფდისა და ”თიბისი ბანკის” ერთობლივი პრეს-კონფერენცია. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”.
”ჯეპრა” მონაწილეობას მიიღებს პოლიგრაფიისა და რეკლამის გამოფენაში
06 მაისი 2005
2005 წლის 26-29 მაისს, თბილისში გამოფენების ცენტრში ”ექსპო-ჯორჯია” ჩატარდება პოლიგრაფიისა და რეკლამის პირველი საერთაშორი...
”ჯეპრა” მონაწილეობას მიიღებს პოლიგრაფიისა და რეკლამის გამოფენაში

06 მაისი 2005
Copy to clipboard

 

2005 წლის 26-29 მაისს, თბილისში გამოფენების ცენტრში ”ექსპო-ჯორჯია” ჩატარდება პოლიგრაფიისა და რეკლამის პირველი საერთაშორისო გამოფენა GeoPolygraphy and Advertising 2005. გამოფენის ძირითადი თემებია პოლიგრაფიული პროდუქცია; ტექნოლოგიები და აქსესუარები; სარეკლამო მომსახურება და ტექნოლოგიები. აღნიშნული თემატიკის გამოფენა საქართველოში პირველად ტარდება და მისი აქტუალობა საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების მზარდმა რაოდენობამ და პოლიგრაფიისა და რეკლამის პროდუქციისადმი ინტერესმა განაპირობა.